FLEX პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქე მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, ერთი აკადემიური წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამერიკულ ოჯახში ცხოვრებითა და სწავლით გაატარონ.
„პროგრამაში მონაწილეობის მიღება 2009 წლის 1 იანვრიდან, 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ მოსწავლეებს შეუძლიათ, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ. ამასთან, მოსწავლეს ბოლო 5 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები ა.შ.შ.-ში 90 დღეზე მეტი. მოსწავლე აშშ-ს ვიზის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და აპლიკაცია უნდა შეავსოს იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქეც არის.
რაც შეეხება შშმ მოსწავლეებს, მოსწავლე უნდა იყოს დაბადებული 2008 წლის 15 თებერვლიდან - 2011 წლის 15 ივლისის ჩათვლით. მე-8, მე-9, მე-10, მე-11 ან მე-12 კლასელი“, - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 23 სექტემბერი. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ აპლიკაციის გახსნიდან მისი გაგზავნისთვის მხოლოდ 5 დღე აქვს მოსწავლეს, რომ მონაცემები გაგზავნოს.




























