მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ახალ ათონში სახელმწიფო აგარაკების გაყიდვას არ დავუშვებთ”- აფხაზეთში საპროტესტო აქცია იწყება

აფ

"ახალ ათონში სახელმწიფო აგარაკის გაყიდვას არ დავუშვებთ",- ამ მოთხოვნით ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალი ათონის მოსახლეობა ამ წუთებში სახელმწიფო აგარაკზე იკრიბება.

აფხაზური "ტელეგრამ" მედიის ინფორმაციით, აგარაკზე უკვე 1000-მდე ადამიანია შეკრებილი.

მედიის ინფორმაციით, ათონის მცხოვრებლებმა შეიტყვეს, რომ ე.წ. ხელისუფლება ემზადება, სახელმწიფო ქონება ინვესტორს მიყიდოს - საუბარია ახალი ათონის სახელმწიფო აგარაკზე.

მედიის ინფორმაციით, ამ წუთებში მოქალაქეებმა სახელმწიფო აგარაკის შესასვლელი გადაკეტეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები