მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის გენერალური დირექტორი ჯეიმი დაიმონი ახალგაზრდებს მიმართავს და მათ წიგნების კითხვისაკენ მოუწოდებს.
„ახალგაზრდებო, სტუდენტებო და მოსწავლეებო, უაზროდ ნუ კარგავთ თქვენს ძვირფას დროს TikTok-სა და Facebook-ზე. წიგნები იკითხე, ისწავლეთ, ისწავლეთ და ისწავლეთ. თუ დემოკრატი ბრძანდებით, ზოგჯერ რესპუბლიკელებსაც მოუსმინეთ. თუ რესპუბლიკურ პარტიას უჭერთ მხარს, დემოკრატი მოაზროვნეების სტატიები წაიკითხეთ.
მეტი დრო დაუთმეთ გამორჩეული ადამიანების ბიოგრაფიის და მსოფლიო ისტორიის შესწავლას. მოგეხსენებათ, რეალური ცოდნის შეძენის ერთადერთი გზა კითხვა და საუბარია, ამიტომ აპლიკაციების სქროლვაზე დროს ნუ კარგავთ“. – ამბობს $4-ტრილიონიანი პორტფელის მქონე ბანკის ხელმძღვანელი.
ახალგაზრდებისთვის სიტყვით მიმართვის გადაწყვეტილება ჯეიმი დაიმონმა ჯორჯტაუნში გამართულ კონფერენციაზე მიიღო, რომელსაც სტუდენტებიც ესწრებოდნენ. როგორც JPMorgan-ის დირექტორი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში სტუდენტები სულ უფრო ნაკლებ დროს უთმობენ სწავლას, რაც მათ პროდუქტიულობასა და კარიერულ პერსპექტივაზე ნეგატიურად აისახება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ JPMorgan-ის საბაზრო შეფასება $600 მილიარდ დოლარს აღწევს და ის პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ბანკია, ხოლო ჯეიმი დაიმონს ხშირად მოიხსენებენ უოლ-სტრიტზე ყველაზე გავლენიან პიროვნებად.