პლანეტის უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმი დაიმონმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიური გიგანტების ეკოსისტემაში AI-ინვესტიციების მოცულობამ მომავალ წელს შესაძლოა $1 ტრილიონს მიაღწიოს. მისი თქმით, აღნიშნულ სექტორში ინვესტიციები გასული წლის $300-მილიარდიანი ნიშნულიდან მიმდინარე წელს უკვე $700 მილიარდამდე გაიზარდა და ტემპი სულ უფრო მეტად ჩქარდება.
კოლოსალური ინვესტიციები მიუხედავად, ბაზარზე AI-ის მიმართულებით გამარჯვებულების გამოვლენა, დაიმონის შეფასებით, ჯერ ადრეა. მან პარალელი ინტერნეტის ბუმის პერიოდთან გაავლო, როდესაც ბევრი ცნობილი კომპანია გაკოტრდა, ხოლო ნაკლებად ცნობილი მოთამაშეები ბაზრის ლიდერებად ჩამოყალიბდნენ. JPMorgan-ის დირექტორის აზრით, AI-რევოლუციაც, შესაძლოა, ასეთი მოულოდნელი შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.
ამასთან, დაიმონმა არ გამორიცხა ბაზარზე კორექციის შესაძლებლობაც, თუმცა დასძინა, რომ ამის მიზეზი აუცილებლად ხელოვნური ინტელექტის სექტორი არ გახდება. მისი აზრით, AI-ბუშტის არსებობის ნარატივი ზედმეტად გადაფასებულია და .com-ის ბუშტთან პირდაპირი პარალელების გავლება არასწორია.
























