მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახალი არჩევნების თარიღი 29 დეკემბრამდე უნდა შეთანხმდეს" - პრეზიდენტი ივანიშვილს სასახლეში იწვევს

სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტის სასახლეში ეპატიჟება.

როგორც პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის მზად არის დაჯდეს ივანიშვილთან ერთად და ახალი არჩევნების თარიღი მოიფიქრონ.

მისივე განცხადებით, ახალი არჩევნების რიცხვი 29 დეკემბრამდე უნდა შეთანხმდეს.

„მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. არჩევნების რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29 რიცხვამდე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლისას მიკროფონი გაითიშა და ე.წ. მეგაფონით მოუწია გამოსვლის გაგრძელება.

"ხვალ, საღამოს პრეზიდენტის სასახლიდან ჩავწერ სრულ სიტყვას, რადგან როგორც ჩანს, სცენასთან ერთად, ხმაც დამიპატიმრეს", - თქვა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები