მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი ავიაკომპანია საქართველოში Air Serbia

დღეიდან საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოდის. ავიაკომპანია ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში სამჯერ Airbus 319-ით შეასრულებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკით, 2024 წელს საქართველოში სერბეთიდან აეროპორტების გავლით 2 426 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ეს წლიურად 40%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მაისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდამ 15% შეადგინა წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ხოლო წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ზრდა 13%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები