მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახალი დადგენილებით მომხმარებელს ზუსტად ეცოდინება, რას იხდის“ – რესტორანი "The 10"

the 10

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა. კერძოდ, რესტორნებს ვალდებულება ექნებათ, რომ მენიუში ფასი დღგ-ის და მომსახურების ხარჯის ჩათვლით მიუთითონ.

როგორც რესტორანი The 10-ის მფლობელმა, ნიკა მანჯგალაძემ BM.GE-ს განუცხადა, ახალი დადგენილება სისტემას მოაწესრიგებს და მომხმარებელსაც სხვა მიდგომა ექნება. ანუ, სტუმარს ზუსტად ეცოდინება, თუ რას იხდის.

მისივე ცნობით, მომსახურების საკომისიო საქართველოში დიდი ხანია მიღებული ფორმაა, თუმცა ევროპის ქვეყნებში, აღნიშნული საკომისიო მხოლოდ იმ შემთხვევაში ემატება, თუ მაგიდასთან 6 ადამიანზე მეტია განთავსებული.

რაც შეეხება დღგ-ს, აღნიშნული საქართველოში მხოლოდ ბრენდულ სასტუმროებში იყო, თუმცა ახლა რესტორნებმა გადმოიღეს.

„დღგ-ს ტენდენცია ქვეყნისთვის ძალიან ახალია და ვფიქრობ, მომხმარებელთან მიმართებითაც უხერხულია. იმიტომ, რომ 18% დღგ, ამას დამატებული 10% მომსახურების საკომისიო და ნიშნავს, რომ სტუმარს მაგალითად, ფინჯანი ყავა 28%-ით გაუძვირდა. თორემ, ცალკე აღებული 10% თანხაში იმდენად დამამძიმებელი არ არის. ჩვენი მიზანი ხომ არ არის ის, რომ მომხმარებელი შემოვიდეს, „გავწეწოთ“ და ისე გავუშვათ?

ამასთან, რესტორნებისთვისაც კარგი იქნება, რადგან კალკულაცია გამარტივდება. შემოვიდა ადამიანი, გადაიხდის კონკრეტულ თანხას და არაფერი დამატებითი თანხის გადახდა აღარ მოუწევს. ასე ვთქვათ, საბოლოო გადახდისას, სიურპრიზი აღარ დახვდება.

ვფიქრობ, რომ ახალი დადგენილება მოაწესრიგებს სისტემას და მომხმარებელსაც უფრო სხვანაირი მიდგომა ექნება. სტუმარს ზუსტად ეცოდინება რას იხდის,“- განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი ინფორმაციით, მათ რესტორანზე ახალი დადგენილება რაიმე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან მენიუში დღგ-ც და მომსახურების საკომისიოც მითითებული აქვთ.

ინფორმაციისთვის: 2024 წლის იანვრის თვეში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, სააგენტოში 60 განაცხადი დაფიქსირდა. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 2 მოვაჭრეს, 1 200 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 საქმეზე - 13 შეთანხმება გაფორმდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები