საქართველოს მთავრობამ 2028 წლისთვის ერთ-ერთი უპრესტიჟულესი მატჩის, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანა დააანონსა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მატჩისთვის ახალი სტადიონის მშენებლობაზე მიმდინარეობს დისკუსია. მოედანი 70 ათას ქომაგზე იქნება გათვლილი და ის ბრიტანული სტილის უნდა იყოს. ცხადია საზოგადოებას მშენებლობასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გაუჩნდა. კერძოდ არის თუ არა საერთოდ ამ სტადიონის აშენების საჭიროება.