მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი მსოფლიო რეკორდი - ტაივანის 508მ. ცათამბჯენზე დამცავების გარეშე

ცნობილი ამერიკელი მეკლდეური ალექს ჰონოლდი ტაივანში მდებარე 508-მეტრიანი ცათამბჯენის, Taipei 101-ის მწვერვალზე ყოველგვარი დამცავი თოკებისა და შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე ავიდა. ამ სარისკო ექსპერიმენტით მან აქამდე არსებული ყველა მსოფლიო რეკორდი მოხსნა. მან შენობის “დაპყრობა” 90 წუთში შეძლო. ნაგებობის უმაღლეს წერტილზე ასვლის შემდეგ ჰონოლდმა დაბლა შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს ხელი დაუქნია და ანიშნა, რომ მისი სარისკო ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა.

Taipei 101-იდან ჩამოსვლის შემდეგ კლდეზე ცოცვის სპეციალისტმა მედიას განუცხადა, რომ განვლილი 90 წუთი მისთვის დაუვიწყარი იყო და ერთადერთი რამ, რაც მას ხელს უშლიდა, ქარი იყო, თუმცა მიზნის მიღწევა მაინც მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ჰონოლდს უმაღლეს ტაივანურ ცათამბჯენზე ასვლა ერთი დღით ადრე ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ამინდის გაუარესებისა და წვიმის გამო სარისკო ექსპერიმენტის გადადება გადაწყდა.

ამერიკელი მეკლდეურის საშიშ “ნომერს” პირდაპირ ეთერში წამყვანი ამერიკული მედია პლატფორმა Netflix-ი გადმოსცემდა და მას მილიონობით ადამიანი უყურებდა. ცნობისთვის, ალექს ჰონოლდი თავდაპირველად ცნობილი შიშველი ხელებით კალიფორნიაში, იოსემიტის ეროვნულ პარკში მდებარე 2,300-მეტრიანი კლდე “ელ კაპიტანის” დაპყრობით გახდა. მედიასთან საუბრისას მეკლდეურმა თქვა, რომ ათასობით ადამიანის თანდასწრებით მსგავსი სარისკო ექსპერიმენტის ჩატარება გაცილებით რთული იყო, ვიდრე 2-კილომეტრიანი კლდის მწვერვალამდე ასვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები