მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი პლატფორმით შემოვდივართ, რომელსაც Myjobs.ge ერქმევა - TNET-ის დირექტორი

გიორგი ჩუმაშვილი

ტექნოლოგიურ ეკოსისტემა TNET-ი ახალი პლატფორმის, Myjobs.ge-ს ჩაშვებას გეგმავს. როგორც BMGTV-ს გადაცემასაქმიანი დილასეთერში TNET-ის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩუმაშვილმა განაცხადა, Myjobs.ge სატესტო რეჟიმში თვის ბოლოს გახდება ხელმისაწვდომი.

მისი განმარტებით, პლატფორმა განსხვავებული იმით იქნება, რომ მომხმარებლებს შესთავაზებს ანალიტიკურ ინფორმაციას, მათ შორის, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულების საშუალო ანაზღაურების შესახებ. გიორგი ჩუმაშვილის თქმით, პლატფორმა ასევე ითვალისწინებს შესაძლებლობებს, რომლებსაც HR-ები კადრების მოძიებისას გამოიყენებენ.

საინტერესო სიახლე გვაქვს HR მიმართულებით. შემოვდივართ ახალი პლატფორმით, რომელსაც myjobs.ge ერქმევა. ეს იქნება კიდევ ერთი ახალი ინდუსტრია, სადაც გვინდა, ძალები მოვსინჯოთ და მეტი გაციფრულება შევთავაზოთ მომხმარებლებს. პლატფორმა განსხვავებული იქნება იმით, რომ ანალიტიკური ნაწილი იქნება საკმაოდ დიდი. ვინც იქნება ამ პლატფორმის მომხმარებელი, შეიძლება არ იყოს სამსახურის მაძიებელი, მაგრამ თვალი ადევნოს და იცოდეს, როგორია მაგალითად მის სფეროში დასაქმებული, მისი მსგავსი პროფესიების მქონე ადამიანების საშუალო ხელფასი. ამ ანალიტიკებს ვაგროვებთ და განახლებადი იქნება. ასევე HR-ები მხარეს გვექნება საკმაოდ დიდი შესაძლებლობები, რომლებსაც რეკრუტინგის დროს გამოიყენებენ. ჩვენ გახსნილები ვიქნებით HR-ში ჩართული ადამიანებისთვის. უკვე ვიწყებთ უკუკავშირის მიღებას, ფოკუს ჯგუფებსაც ვაკეთებთ და აპრილის ბოლოს, სატესტო რეჟიმში ჩაეშვება Myjobs.ge“,- განაცხადა გიორგი ჩუმაშვილმა.

TNET-ის გეგმებზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია სასაწყობე მეურნეობისა და მიწოდების სერვისის მიმართულებით აკეთებს ინვესტიციებს.

„TNET საკმაოდ საინტერესო ინვესტიციას აკეთებს სასაწყობე მეურნეობაში, ე.წ. last mile delivery-ში. ჩვენ გვინდოდა, რომ სხვა ჯგუფები ჩაგვერთო ამ პროცესში, თუმცა საკმაოდ რთულია და ფაქტობრივად არ არსებობს დღეს ისეთი კომპანია, რომელიც ამ სისტემა აგვიწყობდა, რომელსაც იგივე Amazon-ი ან სხვა პლატფორმები აკეთებენ, ამიტომ ჩვენივე ძალებით გვიწევს ამის გაკეთება“,- აღნიშნა TNET-ის დირექტორმა.

ცნობისთვის, TNET ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ეკოსისტემა საქართველოში, რომელიც 10 ციფრულ პლატფორმას და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. TNET-ის პლატფორმებს შორისაა: Myauto.ge, Mymarket.ge, Myhome.ge, Myparts.ge, Super App, Vendoo.ge, Livo.ge, TKT.ge, Swoop.ge, Saba.com.ge. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები