მას შემდეგ, რაც ტაივანის ახალი პრეზიდენტი, ლაი ჩინგ-ტე მუშაობას შეუდგა და ოფიციალურ პეკინს მუქარის ტონის შერბილება მოუწოდა, ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნები განაახლა. ეს წვრთნები, ტაივანში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდება, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლება არ აღიარებს.
საქმე ისაა, რომ ლაი ჩინგ-ტე ჩინეთის ხელისუფლებას მოლაპარაკებებს სთავაზობს, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება ამაზე უარს ამბობს, თანაც ისე, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ტაივანი პრეზიდენტს “სამარცხვინო სეპარატისტიც” კი უწოდა. საპირწონედ ამისა, ლაი ჩინგ-ტე ამბობს, რომ ტაივანის მომავლის განსაზღვრა მხოლოდ ტაივანელ ხალხს შეუძლია.
ტაივანის სიახლოვეს ჩატარებულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდა, როგორც ჩინეთის არტილერია, ასევე საზღვაო, საჰაერო და სარაკეტო ძალები, ხოლო თავად ოპერაცია ტაივანის მთელ ორბიტაზე განხორციელდა, მათ შორის ტაივანის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ არსებულ კუნძულებთან. ჩინეთის სამხედრო ძალების განცხადებით, წვრთნების მიზანი საჰაერო ბრძოლისთვის შენაერთების მზადყოფნის შეფასება და კონკრეტულ მიზნებზე იერიშების მიტანაში გავარჯიშება იყო. ეს გადაწყვეტილება, ცხადია, დიპლომატიურადაც მნიშვნელოვანია, რადგან ის ოფიციალური პეკინის მხრიდან ტაივანის მიმართულებით თითის ქნევას წარმოადგენს.