ტაივანის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი მმართველი პოლიტიკური პარტიის გამარჯვების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საჯარო განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ტაივანის დამოუკიდებლობას არც აღიარებს და არც მხარს უჭირს.
ეს ისტორიული მნიშვნელობის განცხადებაა, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკა ერთიანი ჩინეთის იდეას უჭერს მხარს და ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ განიხილავს.
ოფიციალური პეკინის განცხადებით, ტაივანში გამართული არჩევნების შედეგები არარელევანტურია, რადგან ეს ტერიტორია ჩინეთის ნაწილია და მისი შემოერთება მხოლოდ დროის საკითხია, შესაბამისად, არჩევნებში ტაივანის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალის გამარჯვება არაფერს არსებითად არ ცვლის.
რამდენიმე თვის წინ, სი ძინპინმა ისიც განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ სამხედრო ძალასაც გამოიყენებს, რათა მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ისტორიული მისია აღასრულოს და ჩინეთი გააერთიანოს.
ტაივანის საკითხი აშშ-ჩინეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. ექსპერტების შეფასებით, მხარეების სამხედრო დაპირისპირება, შესაძლოა, სწორედ ტაივანის საკითხმა გამოიწვიოს.