მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის პრეზიდენტი ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

ძინპინი

სან-ფრანცისკოში ისტორიული მნიშვნელობის წვეულება გაიმართა, რომელსაც უმსხვილესი ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვედროდნენ და მასთან ესაუბრათ.

სტუმრებს შორის იყვნენ შემდეგი კომპანიების ხელმძღვანელები: Apple, Tesla, BlackRock, Blackstone, Salesforce, Boeing, FedEx, Visa, MasterCard, Pfizer, Bridgewater, Citadel, Nike და სხვა.

როგორც ცნობილია, ძინპინთან პირადი შეხვედრა გამართა მსოფლიოს უმდიდრესმა მეწარმემ, ილონ მასკმა, რომლის კომპანია აქტიურად ცდილობს ჩინეთის ბაზრის ათვისებას.

მართალია, შეხვედრას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა და იქ მაღალი რანგის მოლაპარაკებები არ გამართულა, თუმცა ეს დასტური იყო იმისა, რომ ამერიკულ კომპანიებს ჩინეთთან თანამშრომლობა სურთ და ისინი მზად არიან მაგიდა გაიზიარონ პრეზიდენტ ბაიდენის მიერ დიქტატორად წოდებულ სი ძინპინთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები