მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახალი პროექტების დაწყებაზე საუბარი ზედმეტია“ – დონორების ნაწილმა საქართველოში პროექტების დაფინანსება შეაჩერა

სალომე ოდიშარია

„რუსული კანონის“ მიღების შემდეგ დონორების ნაწილმა საქართველოში პროექტების დაფინანსება შეაჩერა. ორგანიზაციები, რომელთა ძირითადი წყარო სწორედ დონორული დაფინანსებაა, გაჩერების რისკის წინაშე დგანან. ზოგიერთი ორგანიზაციის შემთხვევაში პარტნიორებმა პროექტები დროზე ადრე დაასრულეს და ახალი პროექტების დაფინანსებაზე უარი თქვეს.

საბუღალტრო კლუბ „ფორუმის“ დირექტორი, რომელიც 10-მდე ორგანიზაციას უწევს მომსახურებას, bm.ge-სთან ამბობს, რომ თითქმის ყველა ეს ორგანიზაცია გაჩერების რისკის წინაშეა. სალომე ოდიშარიას თქმით, შეჩერდა მიმდინარე პროექტები, ახალი პროექტების დაფინანსება კი აღარც განიხილება.

პროექტები, რომელიც იყო მიმდინარე, თუ უკვე დასრულებისკენ, ძალიან ბევრის დაფინანსება შეჩერდა. დონორები თავს იკავებენ და ძალიან ბევრი სასიკეთო პროექტი, რომელიც გათვალისწინებული იყო მაგალითად მომავალი წლების განმავლობაში დღეის მდგომარეობით შეჩერებულია.

ფული ეკუთვნით დონორ ორგანიზაციებს და რა თქმა უნდა, არავის სურს, რომ რაიმე თვალსაზრისით მათ ფინანსებს საფრთხე შეექმნას. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით თავს იკავებენ პროექტების განხორციელებისგან, ახლის დაწყებაზე საერთოდ ზედმეტია საუბარი“, - აცხადებს სალომე ოდიშარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები