მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი სანქციების გამო, GAZPROM-ის აქციები $1-მდე დაეცა

gazprom გაზპრომი

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან GazpromBank-ის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედების ფონზე, რუსულ საფონდო ბირჟაზე Gazprom-ის აქციების ღირებულება მკვეთრად დაეცა. ამჟამად კომპანიის ერთი აქციის ღირებულება 115 რუბლს შეადგენს, რაც დაახლოებით 1 დოლარის ეკვივალენტია.

ამჟამინდელი მონაცემებით, Gazprom-ის საბაზრო შეფასება, რომელიც დაახლოებით 23 მილიარდი დოლარია, 2017 წელს დაფიქსირებულ მინიმუმზე იმყოფება და მას ერთწლიან პერიოდში თითქმის 30%-იან ვარდნა აქვს. თუკი პიკურ მაჩვენებელს ავიღებთ, მაშინ 2021 წლის რეკორდთან შედარებით Gazprom-ის აქციების ვარდნა 70%-ს აღწევს.

კომპანიის საბაზრო შეფასების მკვეთრი კლება ფინანსური შედეგების გაუარესებით, საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევითა და სანქციების ამოქმედებითაა განპირობებული, რომელთა გამო, Gazprom-ს დასავლურ სამყაროში ოპერირება აკრძალული აქვს და ის ამჟამად მხოლოდ აზიის რეგიონს ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები