მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი სარეკრეაციო სივრცე ბათუმის შუაგულში

ქავერი
30.08.24 18:08
1060

ბათუმში, ჭაჭა თაუერის ადგილას, ახალი პარკის პროექტირებას ლანდშაფტის დიზაინის წამყვანი დანიური კომპანია „MASU Planning” განახორციელებს.

ქალაქის საკრებულომ "ბათუმი რივიერასმიერ წარდგენილი მუნიციპალური პარკის მოწყობის კონცეფცია დაამტკიცა და მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

MASU Planning-ის დიზაინის ფილოსოფია გულისხმობს ჰოლისტიკურ მიდგომას, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მათ მიერ შექმნილ ლანდშაფტებში ადგილის ხასიათის და იდენტობის შენარჩუნებას. მათი ინოვაციური და გამოკვეთილი არქიტექტურული გადაწყვეტილებები ეფუძნება სკანდინავიური დიზაინის ტრადიციასა და საერთო კულტურულ ისტორიას. მათი დიზაინი ეყრდნობა იდეებს, რომელიც მჭიდრო კავშირშია თითოეული საპროექტო სივრცის ხასიათთან და სპეციფიკასთან.

ბათუმელებს და პარკის სტუმრებს დახვდებათ პადელის ორი კორტი, სპორტული მოედანი, საბავშვო გასართობი ზონები, კომფორტული მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო და ველო-ბილიკები. პარკი ქალაქის გამწვანებულ ზღვისპირა ზოლში ინტეგრირდება, როგორც ბათუმის ბულვარის გაგრძელება.

კომპანია MASU Planning ახორციელებს ყველა ტიპის ლანდშაფტის არქიტექტურას, ფართომასშტაბიანი დაგეგმარებიდან კონცეფციის შემუშავებამდე, სტრატეგიულ დიზაინამდე, დეტალიზაციამდე და პროექტის მართვამდე. კომპანიის ძირითადი ფოკუსია ურბანული სივრცეები, ქალაქის განვითარება, კულტურულ დაწესებულებები და საცხოვრებელი და საგანმანათლებლო გარემო ყველა ასაკის ადამიანებისთვის.

ახალი პარკის მოწყობის დასრულება 2025 წლის ზაფხულისთვის იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები