მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ხორცპროდუქტების საწარმო დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს

ბათუმი

ბათუმში ხორცპროდუქტების საწარმო დარღვევების გამო დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩა №113ა-ში მდებარე ხორცპროდუქტების საწარმოში დარღვევები გამოავლინეს.

კერძოდ, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ხორცპროდუქტებს, მათ შორის შებოლილ ხორცპროდუქტებს, აწარმოებდა, ამუშავებდა და ავრცელებდა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით. ამასთან, საწარმო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული არ იყო და საქმიანობას სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა. კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საწარმოო პროცესი კი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სახელმწიფო კონტროლი ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები