თანამედროვე სამყაროში, სადაც ფაქტობრივად ყველა ინდუსტრია გაციფრულდა, დიდი მოთხოვნაა იმ ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ, ფეხი აუწყონ ყოველდღიურ ტექნოლოგიურ პროგრესს. Data Structures, Algorithms & System Design კურსის მიზანიც სწორედ ის არის, რომ კურსის მონაწილეები ტექნიკური გასაუბრების გავლისათვის მოამზადოს და საკმარისი ცოდნა მისცეს ისეთ მოწინავე კომპანიებში დასაქმებისათვის, როგორებიცაა: Meta, Amazon, Apple, Netflix და Google. ყველა სტუდენტი გაივლის კარიერის განვითარების 24-მოდულიან პროგრამას, რომელიც შედგენილია FAANG კომპანიებში მომუშავე ქართველი და უცხოელი ინჟინრებისა და რეკრუტერების მიერ. მასტერკლასს Amazon-ის Software development ინჟინერი - სტეფანე გურგენიძე გაუძღვება.
სტეფანე არის პროგრამული ინჟინერი, რომელსაც აქვს 4+ წლიანი გამოცდილება ამ სფეროში. ქართულ ბაზარზე მუშაობის გარდა, იგი მუშაობდა ისეთ დიდ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიაში, როგორიცაა Microsoft, ამჟამად კი Amazon-ის გუნდის წევრია.
➡სტეფანე გურგენიძე - Software Development Engineer, Amazon-ში;