საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა წარადგინა, რომელიც ბევრ სხვა საკითხთან ერთად პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას ეხება. რეკომენდაცია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უკავშირდება, კერძოდ მათი შერჩევის პროცედურების, კრიტერიუმების განსაზღვრისა და დამტკიცებას.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სამინისტროს მანდატს პროფესიული განათლების სფეროში დაემატება სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯების დირექტორის სტანდარტის დამტკიცებისა და დირექტორების შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების უფლებამოსილება. ამასთან, განისაზღვრება, რომ სამინისტრო კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯების დირექტორებს.
სტუმარი: მათე ტაკიძე - კოლეჯი „სპექტრის“ ხელმძღვანელი;