მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი სასწავლო წლისთვის მზადება Wolt-ზე

ახალი სასწავლო წლისთვის მზადება Wolt-ზე
27.08.26 16:45
180

ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად ოჯახებისთვის აქტიური მზადების პერიოდიც იწყება. სასკოლო ნივთები, ბავშვებისთვის საჭირო პროდუქტები, ყოველდღიური საყიდლები და სახლში აუცილებელი მარაგების შევსება. Wolt ახალ სეზონს სპეციალური კამპანიით ხვდება და მომხმარებლებს სხვადასხვა კატეგორიაში მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს.

შობლებს Wolt-ზე შეუძლიათ შეარჩიონ სკოლისთვის საჭირო ნივთები, ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტები და სხვა ყოველდღიური საჭიროებები, რაც ახალი სასწავლო წლისთვის მომზადებასა და ზაფხულის შემდეგ ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას უფრო მარტივს ხდის.

ამავე კამპანიის ფარგლებში, Wolt-ის მომხმარებლებს სასურსათო პროდუქტებზე 50%-მდე ფასდაკლებები დახვდებათ. შეთავაზებები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე წარმოდგენილ სხვადასხვა პარტნიორ ობიექტში, მათ შორის Wolt Market-ში, Carrefour-ში, SPAR-ში, Europroduct-ში, GPC-ში, Sulakauri-სა და Assorti-ში.

სექტემბრის მოახლოებასთან ერთად ოჯახებისთვის იცვლება არა მხოლოდ სამუშაორეჟიმი, არამედ ყოველდღიური საყიდლების საჭიროებებიც. ახალი სასწავლო წლის დაწყება ხშირად ნიშნავს ერთდროულად რამდენიმე ტიპის შენაძენის დაგეგმვას, სკოლისთვის მომზადებიდან და ბავშვების საჭიროებებიდან დაწყებული, ოჯახის ყოველდღიური პროდუქტების მარაგის შევსებით დასრულებული. Wolt-ის კამპანია სწორედ ამ საჭიროებებზეა ორიენტირებული და სხვადასხვა პროდუქტსა და შეთავაზებს ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

კამპანიის მთავარი მიზანიც მისი მომხმარებლებისთვის ზაფხულის შემდეგ ყოველდღიურ ცხოვრებასა და ახალ სასწავლო რეჟიმში დაბრუნების გამარტივებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები