30–31 ოქტომბერს, თბილისში, Pullman Tbilisi Axis Towers-ში, ციფრული ფინანსების საერთაშორისო კონფერენცია DGFI 2026 გაიმართება. ღონისძიება უკვე მეხუთედ აერთიანებს ფინანსური და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერებს, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს, ინვესტორებს, მარეგულირებლებსა და პროფესიონალებს კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია Wolt – საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ელექტრონული კომერციისა და ციფრული გადახდების განვითარებაში. თავისი მასშტაბითა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით Wolt თანამედროვე ციფრული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილეა, რომელიც მომხმარებლებს, ბიზნესებსა და ფინანსურ სერვისებს ერთმანეთთან აკავშირებს. Wolt-ის პარტნიორობა DGFI 2026-თან ხაზს უსვამს მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მნიშვნელობას ფინანსური ეკოსისტემის განვითარებაში და კიდევ უფრო აძლიერებს კონფერენციის როლს ტრადიციულ ფინანსებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს შორის დიალოგის ხელშეწყობაში.
DGFI 2026-ის ორდღიანი პროგრამა მოიცავს საერთაშორისო სპიკერების გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს ციფრული გადახდების, საბანკო სექტორის ტრანსფორმაციის, სტეიბლკოინების, ტოკენიზაციის, ციფრული აქტივებისა და მომავლის ფინანსური ინფრასტრუქტურის შესახებ. კონფერენციაში მონაწილეობენ Tether-ის, Solana-ს, Binance-ის, Polygon Labs-ის, Stellar Development Foundation-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებას ოფიციალურად გახსნის საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე.
კონფერენციის მიზანია საქართველოს პოზიციონირების გაძლიერება, როგორც ციფრული ფინანსებისა და ფინანსური ტექნოლოგიების რეგიონული ჰაბისა, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახალი ბიზნესშესაძლებლობების ხელშეწყობა.
ღონისძიებაზე დასწრება Regular Pass-ით უფასოა, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. ხელმისაწვდომია VIP ბილეთებიც.
30–31 ოქტომბერი, 2026 | Pullman Tbilisi, Axis Towers
უფასო რეგისტრაცია: https://luma.com/gn09u5i7
VIP ბილეთები: https://tkt.ge/dgfi2026
























