მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი საწარმო ₾6-მილიონიანი ინვესტიციით და ექსპორტი ისრაელში|„მადამ დე"-ს გეგმები

მადამ დე

„ემსიბი ჯორჯიამ“ წარმოება გააფართოვა და ისრაელში ექსპორტისთვის ემზადება. როგორც პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე რატიშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, აშენდა ახალი საწარმო, რომელშიც 6 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო და 60-მდე ადამიანი დასაქმდება.

კომპანიამ "ემსიბი ჯორჯიამ" პურ-ფუნთუშეულის პროდუქტების წარმოება 1998 წლიდან ამერიკელ და ფრანგ ინვესტორებთან პარტნიორობით დაიწყო. ეტაპობრივი ზრდის პირობებში ბრენდი "მადამ დე"-ს პურ-ფუნთუშეული და ნამცხვრები 1500-მდე საცალო სავაჭრო ობიექტშია წარდგენილი.

ალექსანდრე რატიშვილი გეგმებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ პროცესი ბოლოშია გასული და „მადამ დეს“ გაყინული პურ-ფუნთუშეული ექსპორტზე ისრაელში, სავარაუდოდ, ერთ თვეში გავა.

"ავაშენეთ ახალი საწარმოო ფართი, მოგეხსენებათ, მშენებლობას გარკვეული დრო დასჭირდა, დაახლოებით ერთი წელიწადი. ახლა დავამთავრეთ, მიდის შიდა მოწესრიგების სამუშაოები. პრინციპში ახალი წარმოება გახსნილია, ახალი კონტრაქტები გვაქვს და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის პროდუქციის საზღვარგარეთ ექსპორტი. ასე რომ, წინ მივდივართ მიუხედავად ბევრი ბარიერებისა, რომლებიც შეიძლება თავისუფლად, რომ არ იყოს, მაგრამ ბიზნესმენების განსაკუთრებული თვისება სწორედ ეგ არის, არ უნდა გავჩერდეთ, მივდივართ წინ, ვებრძვით პრობლემებს და შეძლებისდაგვარად ვუმკლავდებით და წინ გვაქვს სიახლეები.

[ისრაელში ექსპორტთან დაკავშირებით] ძალიან ბევრი შეთანხმებები, იქაური კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და სხვა ბიუროკრატიული რეგულაციებია, რომელსაც დრო დასჭირდა. ჩვენი მხრიდან ყველაფერი მოვამზადეთ ამ ახალ შენობასთან ერთად და გაყვანილია ბოლოში, კონტრაქტი გამზადებულია და ველოდებით პატარ-პატარა დეტალების მოგვარებაში ვართ",- ამბობს ალექსანდრე რატიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები