ეროვნული ბანკი მომხმარებლებს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს. საუბარია თაღლითურ შემთხვევებზე, რომლებიც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამებით, მათ შორის any desk-ის მეშვეობით ხორციელდება. როგორც ირკვევა თაღლითები სარეკლამო რგოლებით, სოციალური ინჟინერიით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით და სხვა მეთოდით - მომხმარებლებს უბიძგებენ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის მობილური ტელეფონის აპარატში გადმოწერონ და დააინსტალირონ აპლიკაცია, რომელიც თაღლითებს აღნიშნული მოწყობილობისა თუ სხვადასხვა აპლიკაციების, მათ შორის, მობილური ბანკის, ე.წ. "SMS" შეტყობინებების და ა.შ. დისტანციურად კონტროლისა და მასზე ზეგავლენის საშუალებას მისცემს. უკვე დაფიქსირდა შემთხვევები, როცა თაღლითებმა მომხმარებლის სახელით სესხის გააქტიურება, სხვა ანგარიშზე თანხების გადარიცხვა და დეპოზიტების ვადამდე შეწყვეტაც კი შეძლეს.
რამდენად მწვავედ დგას ფიშინგის პრობლემა, რა სქემებით გვპარავენ თაღლითები ფულს და რა უნდა ვიცოდეთ თავის დასაცავად?
სტუმარი: ანზორ მეხრიშვილი - BDO-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი;