მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი წევრები EU-ს შესაძლოა შეზღუდული უფლებით დაემატონ

მარტა კოსი

ევროკავშირს ახალი წევრები შესაძლოა შეზღუდული უფლებებით დაემატონ.

როგორც Financial Times წერს, ახალი წევრი ქვეყნები შესაძლოა რამდენიმე წლით „სატესტო რეჟიმში“ აღმოჩნდნენ და ბლოკიდან გამოირიცხონ დემოკრატიის უკუსვლის შემთხვევაში.

ეს ნიშნავს, რომ თუ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ გადაიხრება, მას შეიძლება შეუჩერონ უფლებები ან საერთოდ გაუუქმონ წევრობა.

ეს ზომები უნგრეთის მსგავსი შემთხვევის თავიდან აცილებას ემსახურება. უნგრეთი და მისი მთავრობა ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და ზოგადად კრიტიკულია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართ. უნგრეთი ასევე წინააღმდეგია ევროკავშირმა უკრაინას ნებისმიერი სამხედრო დახმარება გაუწიოს.

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი გამოცემას ეუბნება, რომ არ სურს "ტროას ცხენების" შეიყვანოს ევროკავშირში, რომლებიც 10-15 წელში გააქტიურდება. ამიტომ მუშაობენ ისეთ ფორმებზე კანდიდატი ქვეყნებისთვის როგორიც არის: "გარდამავალი პერიოდი"; "საცდელი ვადა" და დაცვის მექანიზმი". "ჩვენ ისინი უნდა განვიხილოთ და არ შეგვეშინდეს", - ამბობს კოსი.

4 ნოემბერს ევროკომისიამ გაფართოების წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც შეაფასა კანდიდატ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა გაწევრიანების მიმართულებით. ყველაზე კარგი შედეგი მონტენეგროს აქვს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანამ ევროკავშირში შესასვლელად საჭირო რეფორმები გაატარა. კოსი ამბობს, რომ პროგრესის მიუხედავად, წევრი ქვეყნები ფრთხილობენ ახალი წევრების დამატებაზე. ევროკავშირმა გაფართოება სტრატეგიულ პრიორიტეტად გამოაცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ექსპანსიონისტური დღის წესრიგის ფონზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები