2023 წლის დეკემბერში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "პეივ ჯორჯიას” ციფრული ბანკის ლიცენზია მიანიჭა, რითაც საქართველოს საფინანსო სისტემას რიგით მე-3 ციფრული და რიგით მე-17 კომერციული ბანკი შეემატა. როგორც თავდაპირველად გახდა ცნობილი, "პეივ ჯორჯია” ფინანსური პროდუქტების გაერთიანებას და მათ ციფრულ აქტივებთან და ანგარიშების პროგრამირებადობასთან დაკავშირებას გეგმავს და მიზნად ისახავს, ტექნოლოგიურ კომპანიებს მოემსახუროს. საბანკო ლიცენზიის მიღებიდან შვიდი თვის განმავლობაში “პეივ ჯორჯია” სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება.
სალიმ დანანი - “პეივ ბანკის” გენერალური დირექტორი;
გიორგი არონია - “საქმიანი საღამოს” და TECH INFORM-ის ავტორი