მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, გუდაურში, ახალი წლის დღეებში, საბაგიროები ჩვეულ რეჟიმში, 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს.
M.T.A-ს ცნობით, დღეიდან, სასრიალოდ ღიაა ტრასები: პირველი, გუდაურა, ახალი გუდაურა, კიკილო 1 და კიკილო 2. ასევე, ჩართულია საბაგიროები: პირველი, გუდაურა, სოლიკო, შინო, ახალი გუდაურა, კიკილო.
სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში, საბაგიროები და ტრასები, ამინდის შესაბამისად, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ბაკურიანშიც.




























