მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ვარსკვლავის დაბადება, ყველაფერი გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ

ისტორიული 26 მარტის შემდეგ საქართველოში აბსოლუტურად ყველა დაინტერესებულია ეროვნული საფეხბურთო მდგომარეობით. აქამდე თუკი უმრავლესობა ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილზე საუბრობდა, დღეს ერი, მათთან ერთად, მთლიან ნაკრებს აფასებს. თუმცა, უკანასკნელი სანაკრებო პაუზისას შეიძლება ითქვას, რომ კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძის დარ რიგებს გიორგი ქოჩორაშვილიც შეემატა, რომელმაც ლუქსემბურგისა და საბერძნეთის წინააღმდეგ ფენომენალური პერფორმანსები შემოგვთავაზა და გულშემატკივართა გული მოიგო. ნახევარმცველი, რომელსაც გზად უამრავი დაბრკოლებისა და ბარიერის გადალახვა მოუხდა, არ გატყდა და საკუთარ ოცნებაზე უარი არ თქვა. ქოჩორაშვილის წვლილი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ევრო პირველობაზე მოხვედრაში.