მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალციხეში დასაქმების ფორუმზე 30-მდე კომპანია 200-ზე მეტ ვაკანსიას წარადგენს

დასაქმების ფორუმი

21 ოქტომბერს ახალციხეში დასაქმების ფორუმი გაიმართება, რომელზედაც 30-მდე კომპანია 200-ზე მეტ ვაკანსიას წარადგენს. ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება და სამუშაოს მაძიებლებს დამსაქმებლებთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობას მისცემს.

ფორუმზე ვაკანსიები სხვადასხვა მიმართულებით იქნება წარმოდგენილი, მათ შორის მომსახურების, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის, დისტრიბუციის, მრეწველობის, ფინანსების, საოფისე საქმიანობის, ფარმაციისა და განათლების სფეროებში.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, უშუალოდ გაესაუბრონ კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის (HR) მენეჯერებს, მიიღონ ინფორმაცია არსებული ვაკანსიების შესახებ და დასაქმების შესაძლებლობები განიხილონ.

ახალციხის დასაქმების ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროექტ „ახალგაზრდობა მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ თანამშრომლობით გაიმართება.

ღონისძიების მიზანია ადგილობრივი დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების დაკავშირება, სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების ხელშეწყობა და რეგიონში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები