მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახლა ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება - კალაძე

თბილისის მერია
08.08.24 16:02
1623

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის განცხადებით, ახლა ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული და ხაზარაძე-ჯაფარიძემ ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლეს, დღეს კი აღნიშნულ პროექტს საფრთხე არ ემუქრება.

„ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე არ ემუქრება. ის აუცილებლად განხორციელდება. აღნიშნულ პროექტს საფრთხე ემუქრებოდა მაშინ, როდესაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ხელში იყო.

თავიდანვე ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა. იყო საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანები ამ პროექტის განხორციელებას ვერ შეძლებდნენ და ყველაფერი მარცხისთვის იყო განწირული. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ რამდენჯერმე გადავადება გაუკეთა. მისცა შესაძლებლობა, რომ ეს პროექტი ბოლომდე მიეყვანათ. მათ ეს ვერ შეძლეს და ახლა ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. საზოგადოებამ უკვე დაინახა, სიმართლე ვის მხარეს არის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები