მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ახლა ბევრი ადამიანი და ჯგუფი დგას გზაგასაყარზე" - ლევან ცუცქირიძე

ლევან ცუცქირიძე

„თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბიზნესის უსაფრთხოებასა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სანამ კერძო სექტორი არ დარწმუნდება, რომ დაცული იქნება სამართლიანი კანონითა და დამოუკიდებელი სასამართლოთი და არა „ბანდის მეთაურებთან მეგობრობით“, მანამდე მსგავსი ინციდენტები გაგრძელდება. [თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა]

„სანამ კერძო კაპიტალი არ დარწმუნდება იმაში, რომ უმჯობესია დაცული იყო სამართლიანი კანონით, დამოუკიდებელი სასამართლოთი და დაბალანსებული ხელისუფლებით და არა ბანდის მეთაურებთან მეგობრობით, მანამდე აღმოჩნდება, რომ რომელიმე მათგანს შემთხვევით იარაღი ჩარჩა პარიზში გასამგზავრებელ ჩანთაში, ან შვილი გაუფორმებელი იარაღით დადიოდა ქალაქში და ამიტომ აპატიმრებენ; რომ ვიღაცას იარაღი გაუვარდა, თავის მოკვლა სცადა ან შემთხვევით ღია ფანჯრიდან გადმოვარდა“, — წერს ცუცქირიძე.

მისი თქმით, „დემოკრატია ვიღაცის ახირება კი არაა, არამედ საუკეთესო გზა უსაფრთხოების და დაცულობის მოსაპოვებლად.“

„ახლა ბევრი ადამიანი და ჯგუფი დგას გზაგასაყარზე: ან ხელს შეუწყობენ ამ ბანდიტური რეჟიმის კონსოლიდაციას და შემდეგ თავადვე აღმოჩნდებიან მისივე მსხვერპლი, ან ხმას აიმაღლებენ და დადგებიან სამართლიანი ბრძოლის მხარეს. სწორი არჩევანის გაკეთება არასოდესაა გვიან,“ — აღნიშნავს ცუცქირიძე.

პოსტის ბოლოს ის თორნიკე რიჟვაძეს გადარჩენა და ჯანმრთელობა უსურვებს და აცხადებს, რომ თუ მას აქვს პასუხი გასაცემი, ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ დამოუკიდებელი და პირუთვნელი სასამართლოს წინაშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები