მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახლა ჩვენი იმპორტის წილი ბაზარზე ნულია, სანქციებამდე 25% იყო - "ლუკოილ ჯორჯია"

ლევან ახვლედიანი

"ლუკოილ ჯორჯიას" დირექტორის მოადგილე ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ ამერიკის მიერ კომპანიის სანქცირების შემდეგ იმპორტი ნულოვანია.

როგორც მან ფასების კომისიაზე აღნიშნა, სანქციებამდე კომპანიას იმპორტის ნაწილში ბაზრის 25%-იანი წილი ეკავა.

"57 გასამართი სადგური გვაქვს საქართველოში. ამ ეტაპზე კომპანია სანქციების ქვეშაა, 2025 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ამიტომ პრაქტიკულად იმპორტს აღარ ვაწარმოებთ, ნულია ჩვენი იმპორტის წილი ბაზარზე, თუმცა 25% იყო სანქციებამდე. ფასწარმოება ზუსტად იგივეა, რაც კოლეგებმა თქვეს",- თქვა ლევან ახვლედიანმა.

ცნობისთვის, გასული წლის 22 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობკომპანია „ლუკოილს“ ფინანსური სანქციები დაუწესა, რაც ავტომატურად ეხება საქართველოში რეგისტრირებულ მის შვილობილ კომპანიას „ლუკოილ-ჯორჯიას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები