მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახლა საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია - ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე

რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ახლა საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია.

„ნიღბები ჩამოხსნილია. ივანიშვილმა საქართველოს ევროპული მიმართულების მიმართ თავისი წინააღმდეგობა და ნამდვილი ფერები აჩვენა. ის ამის მომხრე არასოდეს ყოფილა. ახლა საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია. მე ქართველი ხალხის მჯერა. ისინი საქართველოს ევროპულ გზას დაიცავენ”, - წერს ევროპარლამენტარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები