ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აღნიშნავს, რომ ევროკავშირისგან სასწრაფო გადაწყვეტილებებია საჭირო. ის ელენე ხოშტარიას შიმშილობას X-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა დაკავებულია.
„მიზნისადმი ერთგულების ნიშანი და განგაშის სიგნალი ჩვენთვის, ევროკავშირისთვის თბილისიდან. ქართული ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო. ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა. სასწრაფოდ, გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო!“, - წერს ევროპარლამენტარი.
„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა პარლამენტთან 27 ივნისს დაიწყო.




























