მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახლად გახსნილ ობიექტზე მოთხოვნა მაღალია" - რას სთავაზობს რაჭაში ტურისტული ობიექტი "გზა" სტუმრებს?

რაჭა

ახალი ტურისტული ობიექტი „გზა“ რაჭაში, სოფელ აგარაში აგვისტოში გაიხსნა და ის მომხმარებელს განთავსებას ორ 4-ადგილიან კოტეჯში სთავაზობს. ამასთან, სივრცე აუზს, კაფესა და 2200 კვ. ეზოს მოიცავს.

როგორც ობიექტის დამფუძნებელი, ანა აბუთიძე BM.GE-სთან საუბრობს ამბობს, იმის მიუხედავად, რომ მომხმარებელი სასტუმროს არ იცნობდა, მათზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო.

მისი თქმით, ტურისტული ობიექტი ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის და ეტაპობრივად სხვადასხვა ინფრასტრუქტურის დამატება იგეგმება.

„შარშან დავიწყეთ შენება და წელს, აგვისტოს 6-ში გავხსენით. მოთხოვნა თავიდანვე წამოვიდა. ფაქტობრივად, 70%-ით ვიყავით დატვირთული.

სულ ორი კოტეჯი გვაქვს. თითო კოტეჯი 4 ადამიანზეა გათვლილი. ერთი დღე-ღამის ღირებულება არის 300 ლარი. კოტეჯები სრულად მოწყობილია ყველა საჭირო ატრიბუტით, რაც დამსვენებელს კომფორტულ გარემოში დასვენების შესაძლებლობას მისცემს.

რაც შეეხება კაფეს სივრცეს, ის ჯერჯერობით არ ფუნქციონირებს როგორც კაფე, თუმცა სრულად არის მოწყობილი ყველა საჭირო ატრიბუტით, რაც საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებელმა როგორც სამზარეულო, ისე გამოიყენოს. თუმცა მომავალი წლიდან ვფიქრობ, რომ კაფეც ამუშავდება. მამაპაპეული სახლი აღვადგინეთ და ეზოში დარჩენილი ორი კედელი კაფედ გადავაქციეთ. ტურისტული ობიექტის მოსაწყობად ინვესტიციები ეტაპობრივად განხორციელდა, შესაბამისად ზუსტ თანხას ვერ ვასახელებთ“,- აცხადებს აბუთიძე.

მისივე ინფორმაციით, იმავე ტერიტორიაზე ახალი შენობის დამატება იგეგმება, რომელიც სტუდიოს ტიპის ნომრებით იქნება დაკომპლექტებული. აღნიშნული მხოლოდ იდეაა, თუმცა მომავალი წლიდან პროექტზე მუშაობა იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები