მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად დანიშნული რეისების დრომ გადაიწია - განრიგი

მუსკატის აეროპორტი

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი რთული ვითარებისა და საჰაერო სივრცეების ჩაკეტვის გამო, საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისების განრიგი შეიცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფრენების დრომ გადაიწია და მოქალაქეების ტრანსპორტირება განახლებული გრაფიკით მოხდება.

უწყების განმარტებით, გადაწყვეტილება იმ მოქალაქეების დასახმარებლად მიიღეს, რომელთა გამოყვანასაც ავიაკომპანიები შეფერხებების გამო ვერ ახერხებენ.

განახლებული რეისების განრიგი:

მასკატი (ომანი) - თბილისი:

  • 3 მარტი, 23:00 სთ (ნაცვლად 19::00 საათისა);
  • 5 მარტი, 19:00 სთ (ადგილობრივი დროით).

რიადი (საუდის არაბეთი) - თბილისი:

4 მარტი, 19:00 სთ (ადგილობრივი დროით).

საგარეო უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს:

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში: ცხელი ხაზი: +971 54 2324 335

ელ-ფოსტა: [email protected]

საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში:

  • ცხელი ხაზი: +974 52 098 071
  • ელ-ფოსტა: [email protected]

სამინისტროში განმარტავენ, რომ რეისების დაგვიანება რეგიონში არსებულ ფორსმაჟორულ სიტუაციას უკავშირდება. ამავდროულად, ქართული მხარე მადლობას უხდის საამიროებისა და კატარის ხელისუფლებას მოქალაქეების მხარდაჭერისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები