საქართველო მხარს უჭერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას და არ ცნობს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ყარაბაღში. ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შაბათს გამართულ სხდომაზე "მთიანი ყარაბაღის პარლამენტმა" თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალ ხელმძღვანელად სამველ შაჰრამანიანი აირჩია.
2020 წელს სომხეთ-აზერბაიჯანის 40-დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა კონტროლი დაამყარა მთიანი ყარაბაღის ყოფილი ავტონომიური ოლქის გარკვეულ ტერიტორიასა და მის მომიჯნავე შვიდ რაიონზე. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთის შუამავლობით გაფორმდა და რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.