მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მნიშვნელოვანია, თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში" - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობა არსებობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ამის შესახებ ბაირამოვმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

აზერბაიჯანის მინისტრმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის კავშირზე და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია, განსაკუთრებით, ენერგეტიკის სფეროში.

“ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე, უკვე მიღწეულ ისტორიულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე. ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ინტენსიური და მჭიდრო ურთიერთობაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი დღის წესრიგი იყო პოლიტიკური დიალოგის წარმართვა, საერთაშორისო პლატფორმებზე მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება, როგორიცაა გაერო, ეუთო და ა.შ. ჩვენი ქვეყნები ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთის ინიციატივებს და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე გვაქვს სამმხრივი ფორმატი თურქეთთან ერთად. ცხადია, უმნიშვნელოვანესია ის გლობალური პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთად ვახორციელებთ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის. აზერბაიჯანი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. მნიშვნელოვანია, თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში და ერთობლივი პროექტები, განსაკუთრებით მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტი, რაც ამ საუკუნეს ერთ-ერთი უდიდესი პროექტია”, - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა [“საზოგადოებრივი მაუწყებლის” თარგმანი].

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები