მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციის ფონზე გაეროში საგანგებო სხდომა ჩაინიშნა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

დღეს ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.

როგორც ირკვევა, შეხვედრის ჩანიშვნის გადაწყვეტილება ანტონიო გუტერეშმა ბაჰრეინის, კოლუმბიის, ჩინეთის, რუსეთისა და საფრანგეთის ერთობლივი მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მოწოდება პირდაპირაა დაკავშირებული ახლო აღმოსავლეთში ვითარების მკვეთრ ესკალაციასთან. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებებს ირანის წინააღმდეგ, რასაც რეგიონის სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე აფეთქებებიც მოჰყვა.

საგანგებო სხდომის ჩანიშვნისას გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა - “ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ქმედებები ძირს უთხრის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, მოვითხოვ საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას”.

შეგახსენებთ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები და მოწოდებები მსგავსი კრიზისების დარეგულირების უმთავრეს საერთაშორისო მექანიზმად მიიჩნევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები