მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახმეტელზე ხუთი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა - პროექტის ღირებულებამ ₾652 313 ლარი შეადგინა

სკ
14.12.23 19:46
869

დიდუბის რაიონის გამგეობამ ახმეტელის ქუჩაზე ხუთი მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დაასრულა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ღირებულებამ 652 313 ლარი შეადგინა.

"პროექტის მიხედვით, მოსასვენებელ სივრცეებში ახმეტელის ქუჩის N2, 4, 6 და 8 ნომრებში, ასევე დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის 21-ე კორპუსის მიმდებარედ მოეწყო ბილიკები, განათების სისტემა, დამონტაჟდა საპარკო ინვენტარი, პატარებისთვის მოეწყო გასართობი ზონა, ასევე, ჩატარდა გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები.

ამასთან, ახმეტელის ქუჩა N8-ის მიმდებარედ არსებულ სივრცეში უსახური ავტოფარეხების დემონტაჟიც განხორციელდა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სგ ჯგუფი“ განახორციელა. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი და დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები