ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. მთავრობის გადადგომის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა, - ინფორმაცია მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.
დე ფაქტო სახელმწიფო სააგენტოს РЕС-ის ინფორმაციით, გაგლოევმა დე ფაქტო მთავრობის პრემიერ-მინისტრი კონსტანტინე ჯუსოევი თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლა. მისი მოვალეობის დროებით შემსრულებლად კი „ვიცე-პრემიერი“ ძამბოლატ თადთაევი დაინიშნა.
„სამხრეთ ოსეთის მინისტრთა კაბინეტს დაევალა მოვალეობების შესრულება ახალი მთავრობის ფორმირებამდე“, - წერს სააგენტო.



























