მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ალან გაგლოევმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურა წარადგინა

გაგლოევი

დროებით ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. პარლამენტში მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ძამბოლატ თადთაევის კანდიდატურა წარადგინა.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, პარლამენტში შემომაქვს ძამბოლატ თადთაევის კანდიდატურა სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე დანიშვნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიწერილ წერილში.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. მთავრობის გადადგომის შესახებ ბრძანებას ხელი 21 იანვარს მოაწერა. გაგლოევმა დე ფაქტო მთავრობის პრემიერ-მინისტრი კონსტანტინე ჯუსოევი თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლა. მისი მოვალეობის დროებით შემსრულებლად კი „ვიცე-პრემიერი“ ძამბოლატ თადთაევი დაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები