მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალათის თიზ-ში აეროპორტი შენდება - BMG-ის აზერბაიჯანის ბიურო

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში, ალათის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, არსებული წარმოებების გვერდით ლოგისტიკური ცენტრი და აეროპორტი შენდება. ინფორმაციას BM.GE-ის აზერბაიჯანის ბიურო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ საერთაშორისო სატვირთო აეროპორტის მშენებლობის სამუშაოები უკვე დაწყებულია და ახალი აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ თანხვედრაში იქნება. მისი გახსნა 2026 წლის პირველ კვარტალში. აეროპორტი, პირველ რიგში, თიზ-ში არსებული საწარმოების ტვირთების გადაზიდვას, ხოლო შემდეგ სხვა დაკვეთების მომსახურებას უზრუნველყოფს. მისი გამტარუნარიანობა საწყის ეტაპზე 500 000 ტონა იქნება, შემდგომ პერიოდში კი 1.5 მლნ ტონამდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები