ამერიკულ-შვეიცარიულმა მსხვილმა ფარმაცევტულმა კომპანია Alcon-მა მხედველობის ლინზების მწარმოებელი STAAR Surgical-ი $1.5 მილიარდ დოლარად შეიძინა.
თავად STAAR Surgical-ი გავრცელებული თვალის დაავადების, მიოფიისთვის განკუთვნილი პოპულარული ლინზის, EVO ICL-ის შექმნით გახდა. ორ კომპანიას შორის გაფორმებული გარიგების შემდეგ, STAAR Surgical-ის მეწილეები თითო აქციის სანაცვლოდ $28 დოლარს მიიღებენ. ეს კი 4 აგვისტოს დაფიქსირებულ აქციების ფასზე %51-ით მეტია.
STAAR Surgical-ის შეძენით Alcon-ი ბაზრის ლიდერი გახდება და მიოფიით დაავადებულ ადამიანებს არამარტო ქირურგიულ, არამედ არაქირურგიულ სრულ მომსახურებასაც შესთავაზებს. ამჟამად ორივე კომპანია ამერიკული რეგულატორისა და აქციონერების თანხმობას ელოდება. სავარაუდოდ, გარიგება 6-დან 12-მდე პერიოდში ჩაიხურება. Alcon-ი კი მიღებული გადაწყვეტილებიდან ფინანსური სარგებლის მიღებას 2027 წლიდან ვარაუდობს.


























