მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

II კვარტალში Pfizer-ის შემოსავალი $14.7 მლრდ-მდე გაიზარდა

კვარტალური შედეგი
BM. GE
08.08.25 18:46
268

მსოფლიოს ფარმაცევტული ინდუსტრიის გიგანტმა, Pfizer-მა 2025 წლის მეორე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიის შემოსავლებმა ბოლო სამ თვეში $14.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია. გაიზარდა აქციაზე გასაცემი დივიდენდის მოცულობაც და ნავარაუდებ $0.58 დოლარზე 20 ცენტით მეტი, $0.78 დოლარი შეადგინა. მეორე კვარტალში კომპანიის წმინდა მოგებამ $2.91 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით $41 მილიონით მეტია.

მოგების ზრდის ფონზე Pfizer-ში ვარაუდობენ, რომ თითო აქციაზე გასაცემი წლიური დივიდენდის მოცულობა $0.10 ცენტით, $3.10 დოლარამდე გაიზრდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამის მიზეზი Pfizer-ის მიერ გამოშვებულ პრეპარატებზე გაზრდილი მოთხოვნა და ხარჯების შემცირების კუთხით გადადგმული ნაბიჯებია. ცნობისთვის, Pfizer-ი 2027 წლამდე ხარჯების $7.7 მილიარდით შემცირებას გეგმავს.

კომპანიაში მოელიან, რომ კვარტალური წლის ბოლოსთვის მოგება $61-$64 მილიარდს მიაღწევს. Pfizer-ის მიერ გამოქვეყნებულ საკმაოდ დადებით კვარტალურ შედეგს პოზიტიურად შეხვდნენ ინვესტორები. კომპანიის აქციების ფასი 5.3%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები