საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და "ალდაგის" მხარდაჭერით „ფერმერის დღე 2023“ გაიმართა. ღონისძიების მიზანი სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდისა და მდგრადობის ხელშეწყობაში ფერმერთა შრომისა და წვლილის დაფასება იყო.
ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, სექტორული ასოციაციებისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ფერმერები ესწრებოდნენ.
„მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ ფერმერების მიმართ. ალდაგი, სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში, ყოველთვის ცდილობს წაახალისოს და მხარში დაუდგეს ფერმერებს სოფლის მეურნეობის დარგში შეტანილი წვლილისა და მისი განვითარებისთვის,“ - აცხადებენ "ალდაგში";
სადაზღვევო კომპანია ალდაგი აგრო დაზღვევის მიმართულებით ლიდერია, როგორც დაზღვეულ ფერმერთა რაოდენობით, ისე მომსახურების სისწრაფით.