სადაზღვევო კომპანია ალდაგი, სახლის დაზღვევის მსურველებს, ახალი შეთავაზებით დაუბრუნდა.
ალდაგისა და კომპანია ნამი 8 -ს თანამშრომლობის ფარგლებში, მომხმარებელი, რომლებიც 30 ნოემბრამდე სახლს ალდაგში დააზღვევენ, ნამი 8 - ს უახლესი ტექნოლოგიის, ინოვაციური წყლის ბარით, ორი თვის განმავლობაში, უფასოდ, ისარგებლებენ.
წყლის ბარი უმაღლესი სტანდარტების, ჭკვიანი სისტემით აღჭურვილი ტექნოლოგიაა, რომელიც სრულიად აღმოფხვრის სასმელი წყლის პრობლემას და შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერ დროს ისარგებლოთ გაფილტრული ცხელი, თბილი ან/და გრილი წყლით.
„ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლებს განსხვავებული პირობები და საჩუქრები შევთავაზოთ, რადგან მეტად დაცულად და კომფორტულად იგრძნონ თავი. ალდაგის სახლის დაზღვევის პროდუქტი მართლაც გამორჩეული და კონკურენტულია ბაზარზე, რადგან ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია და სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას მიიღებს,“ - აცხადებენ ალდაგში.
ალდაგის სახლის სრული დაზღვევა მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას და საიჯარო შემოსავლის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან თავი სრულად დაიცვას. ალდაგის სახლის დაზღვევის შეძენა დაზღვევის მენეჯერის დახმარებით არის შესაძლებელი.