მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალდაგი საქართველოს რიგით მეხუთე პრო ბონო მარათონის მონაწილე იყო

64ac02e315b12
BM.GE
10.07.23 17:12
401
სადაზღვევო კომპანია ალდაგი, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ორგანიზებული საქართველოს პრო ბონო ქსელისა და მათი პარტნიორების რიგით მეხუთე პრო ბონო მარათონის მონაწილე იყო.

პრო ბონო მარათონი ექსკლუზიური ერთდღიანი საკონსულტაციო ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესკომპანიების სხვადასხვა კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალთა გუნდები მთელი დღის განმავლობაში სამოქალაქო ორგანიზაციებთან კონკრეტულ პროექტებზე მუშაობენ, მათ წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

წლევანდელი მარათონის ფარგლებში, ალდაგის ჩართულობით, საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაცია - ორიონისთვის, მათი საქმიანობის ამსახველი საპრეზენტაციო გრაფიკული ვიდეო რგოლი მომზადდა, რომელსაც წინ, რამდენიმე კვირიანი სამუშაო პროცესი უძღვოდა.

საქართელოს პრო ბონო ქსელში ალდაგი რამდენიმე მიმართულებით არის ჩართული და სამოქალაქო ორგანიზაციებს მაღალკვალიფიციურ კონსულტაციებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვის, იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში უწევს.

სალომე აბუაშვილი, ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი: “ალდაგი საქართველოს პრო ბონო ქსელის აქტიური პარტნიორია და მოხარულები ვართ, რომ როგორც ქსელის წევრებს, კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციებისთვის ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა და დავხმარებოდით მათ პროფესიული რჩევით მეტი წარმატების მისაღწევად. წელს ჩვენი ბენეფიციარი სამოქალაქო ორგანიზაცია - ორიონი იყო, რომელსაც კომპეტენციის ფარგლებში, დახმარება ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების გუნდმა გაუწია.“

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები