მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ალდაგი სეტყვისგან დაზარალებულ ფერმერებს 3 მლნ ლარზე მეტ ზარალს აუნაზღაურებს

ალდაგი სეტყვისგან დაზარალებულ ფერმერებს 3 მლნ ლარზე მეტ ზარალს აუნაზღაურებს
18.06.26 11:49
11

უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგად, ივნისის თვეში ქართლისა და კახეთის რეგიონებში 800-ზე მეტი ფერმერი დაზარალდა. დაზიანებული კულტურების საერთო ზარალმა 3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. არსებული გამოწვევის ფონზე, ალდაგი საკუთარ დაზღვეულ ფერმერებს მიმდინარე ზიანს აქტიურად უნაზღაურებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მიმდინარე პროცესში სწრაფი დახმარება აღმოვუჩინოთ ფერმერებს, რომლებმაც საკუთარი კულტურების დაზღვევა გვანდეს. ჩვენი გუნდი, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ოფისებიდან, აქტიურად მუშაობს ზარალის აღწერაზე, შეფასებასა და ფერმერებთან ინდივიდუალური კომუნიკაციის შედეგად, ანაზღაურების უსწრაფესად გაცემაზე,“ - აცხადებენ ალდაგში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სტიქიასთან ერთად, დაზარალებულთა რაოდენობა, ისევე როგორც ზიანის რაოდენობა მუდმივად იცვლება, შესაბამისად ზარალის დათვლა და ანაზღაურება უწყვეტ პროცესად მიმდინარეობს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერებს სასურველი კულტურის დაზღვევა 70%-იანი სუბსიდიით შეუძლიათ, მათი თანამონაწილეობა დაზღვევის ღირებულების მხოლოდ 30%-ს შეადგენს.

ალდაგის დაზღვევა ანაზღაურებს ისეთ გავრცელებულ რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა ციტრუსებში.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ალდაგმა აგროდაზღვეულებს 30 მილიონ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები