მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალდაგის მხარდაჭერით „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა

aldagi
14.02.24 12:11
172

სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდის პრიმოს მხარდაჭერით, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული, კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც ყველაზე მოთხოვნადი მოდელის, Toyota CHR-ის პრეზენტაცია შედგა.

"პრიმო" ალდაგის პრემიუმ ბრენდია, რომელიც სადაზღვევო ინდუსტრიაში პირველად, ალდაგის მომხმარებლებისთვის პერსონალური სადაზღვევო მომსახურების სახით შეიქმნა. მისი ცენტრალური პროდუქტი ავტოდაზღვევაა, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილის მფლობელს ჰყავს პირადი მენეჯერი ალდაგში და სარგებლობს ექსკლუზიური პირობებით, თუმცა პრიმოს წევრებისთვის ალდაგს განსხვავებული შეთავაზებები აქვს დაზღვევის სხვა პროდუქტებზეც.

„მოხარულები ვართ, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული შოურუმის გახსნის ღონისძიების მხარდამჭერები ვართ, რომელთანაც ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი ვართ ალდაგის პრემიუმ ბრენდის პრიმოს სახელით, პრიმო პირველი პრემიუმ დაზღვევაა ინდუსტრიაში, რომელიც სპეციალურად მორგებულ შეთავაზებებსა და განსხვავებულ პირობებს მოიცავს“, - აცხადებენ ალდაგში.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული შოურუმი, ახალი კონცეფციის დანერგვას ითვალისწინებს, რაც სრულად მომხმარებლის კომფორტსა და მოთხოვნებზე მორგებულ მომსახურებას გულისხმობს.