მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალდაგისა და ბენე კომფორტის პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებლები სპეციალური პირობებით ისარგებლებენ

ბენე
08.10.24 14:55
460

სადაზღვევო კომპანია ალდაგი და საცხოვრებელი კომპლექსების მოვლისა და მენეჯმენტის წამყვანი პროვაიდერი კომპანია „ბენე კომფორტი“ პარტნიორობას იწყებენ, რომლის მიზანი მომხმარებლისთვის განსაკუთრებული პირობებისა და კომფორტული სერვისების შეთავაზების უზრუნველყოფაა.

პარტნიორობის ფარგლებში, ბენე კომფორტის მომხმარებლები, ალდაგის ქონების სრული დაზღვევის პროდუქტზე ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ.

„მოხარული ვართ, რომ საცხოვრებელი კომპლექსების მოვლისა და მენეჯმენტის წამყვან პროვაიდერ კომპანია ბენე კომფორტთან ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. ბენესთან ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს. ალდაგი კომპანიებსა და ინდივიდებს სახლის საუკეთესო დაზღვევას სთავაზობს და აღნიშნული თანამშრომლობა ბენე კომფორტის მომხმარებლებისთვის სანდო და კომფორტული სერვისების შექმნას, სპეციალურად მათზე მორგებული პირობებით, უზრუნველყოფს,“ - ნინო წეროძე, ალდაგის საცალო გაყიდვების დირექტორი;

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნაზე და ამ მიზნის მიღწევაში ალდაგთან პარტნიორობა გვეხმარება. გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენს მომხმარებლებს დაზღვევის სახით დამატებითი მომსახურება და მეგობრული ფასი შევთავაზოთ,“ - ბექა არაბული, ბენე კომფორტის მმართველი პარტნიორი;

ბენე კომფორტი საცხოვრებელი კომპლექსების მოვლისა და მენეჯმენტის წამყვანი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. ამ დროისთვის, ბენე კომფორტი 35-ზე მეტი საცხოვრებელი კომპლექსისა და 16 000-მდე მობინადრის ყოველდღიურ კომფორტსა და კეთილდღეობაზე ზრუნავს.

სადაზღვევო კომპანია ალდაგი, კი, დაზღვევის ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიაა, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM best bb+ და წარმოდგენილია როგორც საქართველოში უმსხვილესი სადაზღვევო პორტფელით, ისე რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით. ალდაგი მომხმარებლებს ქონების დაზღვევას საუკეთესო პირობებს სთავაზობს, რომელიც მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას და საიჯარო შემოსავლის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან თავი სრულად დაიცვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები